Covid-19-ის სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური გავლენები

 COVID-19-ის სოციალური გავლენა


COVID-19-მა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. მაგალითად, კარანტინის დროს ადამიანებს შეზღუდული ჰქონდათ სოციალური ურთიერთობები და ვერ ხვდებოდნენ ახლობლებს. კარანტინის პერიოდში სკოლები და უნივერსიტეტები დაიხურა და სწავლება ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა, რაც განათლების სისტემაზე ძლიერ გავლენას ახდენდა.








ბევრ ქვეყანაში აკრძალული იყო დაბადების დღეების აღნიშვნა, ქორწილები, ღონისძიებები და სხვადასხვა რიტუალები, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უარყოფითად აისახა.

COVID-19-მა ქვეყნებში ეკონომიკური გავლენაც გამოიწვია. მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ფასები გაიზარდა, რის გამოც სახელმწიფოებმა სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა გააძლიერეს. ღონისძიებების აკრძალვის შედეგად დაზარალდა რესტორნები, კაფეები და სასტუმროები. ასევე, COVID-19-მა უმუშევრობის ზრდას შეუწყო ხელი.

COVID-19-მა ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეგავლენაც მოახდინა. მან გამოიწვია დეპრესია, მოტივაციის დაქვეითება, ასევე მარტოობის შეგრძნება, სტრესი და შფოთვა.

No comments:

Post a Comment